პორტუგალიელთა 42 პროცენტი ჟესუსისა და რონალდოს კონფლიქტში მწვრთნელს ამართლებს, კრიშტიანოს მხარს უჭერს 14 პროცენტი #1TVSPORT
პორტუგალიელთა უმრავლესობა მხარს უჭერს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟორჟე ჟესუსს კრიშტიანო რონალდოსთან კონფლიქტში.
შეგახსენებთ, რომ დანიასთან ერთა ლიგის მატჩის წინ რონალდომ დატოვა ნაკრები 72 წლის სპეციალისტთან კონფლიქტის გამო. იტყობინებიან, რომ კრიშტიანომ დაასრულა კარიერა პორტუგალიის ნაკრებში.
პორტუგალიურმა კვლევითმა კომპანიამ Pitagórica-მ ჩაატარა გამოკითხვა TVI-სა და CNN-ის დაკვეთით იმის გასარკვევად, ვის მხარეზე არიან პორტუგალიელი მაცხოვრებლები აღნიშნულ სიტუაციაში. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 400-მა ადამიანმა.
42 პროცენტი მიიჩნევს, რომ მწვრთნელი მართალია. ფეხბურთელს მხარს უჭერს რესპოდენტთა მხოლოდ 14 პროცენტი.
გამოკითხულთა 20 პროცენტის აზრით, რონალდოსა და ჟესუსს ჰქონდათ თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველი. 10 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში არავინაა მართალი. სამმა პროცენტმა თავი შეიკავა პასუხისგან.