პორტუგალიელებს სესხის ყოველთვიური გადასახადის დაფარვა მომავალი წლის სექტემბრამდე აღარ მოუწევთ
პორტუგალიელებს სესხის ყოველთვიური გადასახადის დაფარვა მომავალი წლის სექტემბრამდე აღარ მოუწევთ

პორტუგალიელებს სესხის ყოველთვიური გადასახადის დაფარვა მომავალი წლის სექტემბრამდე აღარ მოუწევთ. გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის კრიზისის გამო მიიღო. როგორც ეკონომიკის მინისტრმა პედრო ვიეირამ განაცხადა, ამ ნაბიჯით ხელისუფლება ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობის ზრდას აიცილებს თავიდან.

მთავრობის გადაწყვეტილება ეხება, როგორც კომპანიების, ისე ფიზიკური პირების ვალდებულებებს და მათ შორის იპოთეკურ სესხებს. ვიეირას თქმით, ხელისუფლებამ უკვე გადაავადა, დაახლოებით 10 მილიარდი ევროს გადახდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სესხების ყოველთვიური გადასახადის დაფარვა კორონავირუსის პანდემიის გამო, პორტუგალიაში ექვსი თქვით გადადეს, თუმცა ახლა, ეს ვადა გახანგრძლივდა.