პორტუგალიაში შობის დღესასწაულისთვის შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება
პორტუგალიაში შობის დღესასწაულისთვის შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

პორტუგალიაში შობის დღესასწაულისთვის კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით მოიხსნება, თუმცა რეგულაციები ახალი წლისთვის ისევ ძალაში შევა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს ღია სივრცეში შეკრებაზე იმოქმედებს შეზღუდვები, ხოლო პირველ იანვარს, ღამის 02:00 საათიდან კომენდანტის საათი გამოცხადდება.