პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა მომდევნო კვირიდან კიდევ 15 დღით გახანგრძლივდება
პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა მომდევნო კვირიდან კიდევ 15 დღით გახანგრძლივდება

პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა მომდევნო კვირიდან კიდევ 15 დღით გახანგრძლივდება. ქვეყნის პარლამენტმა გადაწყვეტილება დღეს დაამტკიცა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა სულ მცირე, 8 დეკემბრამდე გასტანს, რომელიც კომენდანტის საათს და დასვენების დღეებში ნახევარდღიან მკაცრ იზოლაციას მოიცავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის 250 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3 762 პაციენტი გარდაიცვალა.