პორტუგალიაში მეოთხე დღეა ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ
პორტუგალიაში მეოთხე დღეა ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ

პორტუგალიაში მეოთხე დღეა ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ. მობილიზებულია 1150 მეხანძრე.

ხანძარი პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში, ალგარვეს რეგიონში მძვინვარებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამო 25 ადამიანი დაშავდა. საჭირო გახდა მოქალაქეთა ნაწილის ევაკუაცია.დაშვებულ მოქალაქეებს სხვადასხვა კატეგორიის დამწვრობა აღენიშნებათ, ზოგიერთი კი კვამლით მოიწამლა. დამწვარია რამდენიმე სახლი. ცეცხლის კერების ლიკვიდაცია 350 სახანძრო ბრიგადა ცდილობს. თუმცა მეხანძრეებს სამუშაოში ხელს კვამლი უშლის. ამის გამო ცეცხლის კერებთან თვითმფრინავებით მიახლოება ვერ ხერხდება.

ხანძრის გამო, რამდენიმე სასტუმრომ, რომელიც უშუალოდ ცეცხლის გავრცელების არეალში მდებარეობს მუშაობა შეწყვიტა. ტყეში ხანძარს ასევე ებრძვიან ესპანეთში.

ხანძრების მიზეზი ძლიერი სიცხეა, რომელიც ევროპაში უკვე ერთი კვირა გრძელდება. ჰაერის ტემპერატურა პორტუგალიასა და ესპანეთში გასულ კვირას 45 გრადუსს აჭარბებდა.