პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა
პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა

პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, 2 ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

შეზღუდვა შეეხება ქვეყნის 45 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ლისაბონს.

პორტუგალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ვითარება ისევ გაუარესდა და არსებული მდგომარეობა პანდემიის კონტროლის პირობებს არ შეესაბამება.

პორტუგალიაში ე.წ. კომენდანტის საათი 23:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს.

ქვეყანაში სამუშაო დღეებში კაფეები და რესტორნები 22:30 საათზე დაიხურება, უქმეებზე კი  – 15:30 საათზე.

30 ივნისს, პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის შემდეგ, პირველად მოხდა. პორტუგალიაში მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, 32 პროცენტი კი, სრულად არის აცრილი. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 880 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 17 101 კი დაიღუპა.