პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსი 6 653 პირს დაუდასტურდა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

განახლებული მონაცემებით, პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 204 664 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 3 250 გარდაიცვალა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით რეგულაციები კვირის დასაწყისში გაამკაცრეს.