პორტუგალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ
პორტუგალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ

პორტუგალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მარტა თემიდომ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინების დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სისტემა იქნება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა ის შეუფერხებლად მიიღონ.

მარტა თემიდოს განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შესაძენად ხელისუფლებამ 200 მილიონი ევრო გამოყო, რითაც 22 მილიონამდე დოზას მოიმარაგებენ.

პორტუგალიის მედიკამენტების რეგულატორმა კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება „ფაიზერ-ბიოენტექთან“, „მოდერნასთან“, „ჯონსონ&ჯონსონთან“, „სანოფისა“ და „გლაქსო-სმიტ-კლაინთან და ქუარვაქთან“.