პორტუგალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
პორტუგალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პორტუგალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული 20 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პორტუგალიაში ახალი ზომების შემოღება იგეგმება, რომელსაც მოსახლეობას სექტემბრის შუა რიცხვებში გააცნობენ.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის 61 541 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 849 ინფიცირებული.