პორტუგალიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1 646 შემთხვევა გამოვლინდა
პორტუგალიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1 646 შემთხვევა გამოვლინდა

პორტუგალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი – 1 646 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აპრილის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის 85 574 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 067 ადამიანი.