პორტუგალია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს განიხილავს

18:41, 31.07.2025

პორტუგალია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხზე მსჯელობს.

როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია იუწყება, პორტუგალიის მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის პრეზიდენტსა და პარლამენტთან.

აღიარების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდება.

მსგავსი