„პორტო” განახლებული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სენსაციურად დამარცხდა
პორტუგალიის განახლებული ჩემპიონატის 25-ე ტურში „პორტო” „ფამალიკანუს” ესტუმრა და სენსაციურად დამარცხდა. მატჩი მაყურებლების გარეშე გაიმართა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძელმა გუნდმა მრისხანე მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „დრაკონებს” ჩემპიონატის შეჩერებამდე შვიდ მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ.
თუკი დღეს „პორტოს“ მთავარი კონკურენტი „ბენფიკა” გამარჯვებას მოიპოვებს, კლუბი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. ლისაბონელები შინ „ტონდელას” დაუხვდებიან.