პორტლენდში დონალდ ტრამპის მომხრეებსა და ფერადკანიანთა უფლებების დასაცავად აქციაზე გასულ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
პორტლენდში დონალდ ტრამპის მომხრეებსა და ფერადკანიანთა უფლებების დასაცავად აქციაზე გასულ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

პორტლენდში დონალდ ტრამპის მომხრეებსა და ფერადკანიანთა უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. სულ მცირე 20 დემონსტრანტი დაკავებულია.

სამართალდამცველების ცნობით, პორტლენდში ვითარება გუშინ ღამით დაიძაბა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს სხვდასხვა საგნები დაუშინეს და პოლიციის ასოციაციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა.

პორტლენდში ფერადკანიანთა უფლებების დაცვისა და პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. ქალაქში მობილიზებულები არიან ფედერალური ძალოვანი უწყებების თანამშრომლები.