პოროშენკოს ადმინისტრაცია - სააკაშვილი პოროშენკოსადმი გაგზავნილ წერილში აღიარებს, რომ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას უშვებს
პოროშენკოს ადმინისტრაცია - სააკაშვილი პოროშენკოსადმი გაგზავნილ წერილში აღიარებს, რომ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას უშვებს

უკრაინის პრეზიდენტი პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო მიხეილ სააკაშვილი წერილს ასაჯაროებს, რომელიც ოდესის ყოფილმა გუბენრატორმა პეტრო პოროშენკოს მიწერა.

წერილში მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამავე დროს აღიარებს, რომ ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვია და უშვებს.

წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საჭიროა ვითარების დეესკალაცია და სიტუაციის დესტაბილიზაციის თავიდან აცილება.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის აღნიშავს, რომ მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს სრულუფლებიან წარმომადგენელს და მასთან მოლაპრაკებები გამართოს.

ცეგოლკოს თქმით, წერილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მან ჟურნალისტების თხოვნის, ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გათვალისწინებით მიიღო.

„ამასთან, როგორც აჩვენებს კულტურის საერთაშორისო ცენტრის შტურმი, ბატონმა სააკაშვილმა თავისი სიტყვა არ შეასრულა“ , -აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი.