პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

09:25, 11.07.2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით Conde Nast Traveler-ის ჟურნალისტმა საქართველოში იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს გაეცნო.

სტატიაში აღწერილია საქართველოს მთიანი რეგიონები, შავი ზღვისპირა კურორტები და ძველი თბილისის უბნები. სტატიის ავტორი თბილისის ღამის ცხოვრებას ბერლინს ადარებს.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი