პოპულარული იტალიელი ბლოგერი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო
პოპულარული იტალიელი ბლოგერი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ცნობილ იტალიელ მოგზაურ ბლოგერს მატეო პელუსის უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურის ფარგლებში პოპულარული ბლოგერი კახეთს ეწვია, სადაც წინანდალი და თელავი დაათვალიერა.

მატეო პელუსი გაეცნო კახურ კულინარიას, დააგემოვნა ღვინო. იტალიელი ბლოგერისთვის მოეწყო ადგილობრივი კერძების მასტერკლასები.

მატეო პელუსი გასტრონომიისა და ღვინის ტურიზმის შესახებ ბლოგებს ამზადებს, მის გვერდს სოციალურ ქსელში Instagram 1.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, YouTube-ზე 2.5 მილიონი, ხოლო TikTok-ზე 1,8 მილიონი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კახეთის შესახებ მატეო პელუსის ბლოგებსა და პოსტებს იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნობიან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.