პოპულაციის აღდგენის მიზნით, მდინარე ხრამში ნაკადულის 700-მდე კალმახი გაუშვეს
პოპულაციის აღდგენის მიზნით, მდინარე ხრამში ნაკადულის 700-მდე კალმახი გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ პოპულაციის აღდგენის მიზნით, „წითელი ნუსხის“ სახეობა – ნაკადულის 700-მდე კალმახი მდინარე ხრამში, დაშბაშის კანიონის ხეობაში გაუშვა.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ თევზების მეთვალყურეობისთვის ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის 100 000-მდე ლავრა არის მიღებული. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.