პოლონური მედიის ინფორმაციით, პოროშენკო შესაძლოა, ბრიუსელში არ ჩავიდეს 
პოლონური მედიის ინფორმაციით, პოროშენკო შესაძლოა, ბრიუსელში არ ჩავიდეს 

უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა, 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს არ დაესწროს. ამ ინფორმაციას პოლონეთის რადიო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს დეკლარაციის ტექსტი არ მოსწონს, რადგან მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებაზეა საუბარი, თუმცა არაფერი წერია უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე.

პოლონეთის რადიო ბრიუსელში რამდენიმე დიპლომატს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, დეკლარაციის ტექსტის შეცვლა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, რადგან ბევრად ამბიციური ჩანაწერის წინააღმდეგ ჰოლანდია გამოდის.

დიპლომატების ინფორმაციით, ისინი პოროშენკოს მუქარას, რომ ის ბრიუსელში არ ჩავა, სერიოზულად არ აღიქვამენ.

დატოვე კომენტარი