პოლონური მედიის ინფორმაციით, აშშ და პოლონეთი სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ
პოლონური მედიის ინფორმაციით, აშშ და პოლონეთი სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

აშშ და პოლონეთი სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. როგორც პოლონური მედია იუწყება, ახალი შეთანხმების დეტალები დონალდ ტრამპისა და ანჯეი დუდას შეხვედრაზე გახდება ცნობილი, რომელიც 12 ივნისს არის დაგეგმილი.

პოლონური მედიის ცნობით, მხარეები პოლონეთში დამატებით 1000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. ამავე დროს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ეფ-35-ის ტიპის გამანადგურებლების პოლონეთისთვის მიყიდვის შესახებ შეთავაზებას ამზადებს.

მანამდე პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2026 წლამდე 32 ამერიკული გამანადგურებლის ყიდვას აპირებს.