პოლონური მედიის ცნობით, ქალაქ შჩეცინთან სამგზავრო და სატვირთო ხომალდების შეჯახების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

14:11, 01.04.2025

პოლონეთის ქალაქ შჩეცინთან სამგზავრო და სატვირთო ხომალდების შეჯახების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

95 მეტრის სიგრძის ტურისტული ხომალდი Junker Joerg-ი საწვავის ბარჟას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ხომალდი დაზიანდა, თუმცა პორტამდე მოძრაობის დამოუკიდებლად გაგრძელება შეძლეს.

შეჯახების დროს სატვირთო ხომალდი საწვავით დატვირთული არ იყო.

ტურისტული ხომალდის ბორტზე მყოფი დაშავებული ცხრა პირიდან რვას სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

84 წლის ქალი კი თავისა და ფეხის ტრავმით ჰოსპიტალიზებულია.

მსგავსი