პოლონური მედიის ცნობით, იაროსლავ კაჩინსკი, სავარაუდოდ, მთავრობაში ბრუნდება
პოლონური მედიის ცნობით, იაროსლავ კაჩინსკი, სავარაუდოდ, მთავრობაში ბრუნდება

პოლონეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი, სავარაუდოდ, მთავრობაში ბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, კაჩინსკი უკმაყოფილოა საარჩევნო კამპანიის მსვლელობით, რის გამოც ის მთავრობაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

როგორც პრესა წერს, კაჩინსკის სურვილია, ვიცე პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.

„ის ყოველთვის შეიძლება, დაბრუნდეს. ის ხომ ჩვენი პარტიის ლიდერია. ეს ჯერ არაოფიციალური ინფორმაციაა და დაველოდოთ გადაწყვეტილებას, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს იქნება ცნობილი“ – განაცხადეს პოლონეთის მმართველ პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ერთი წლის წინ გადადგა. მაშინ მან ამის მიზეზად დაასახელა პარტიაზე კონტროლის გაძლიერების აუცილებლობა.