პოლონეთში უკრაინის საელჩო ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლეშეკ მილერის განცხადებებს „პროვოკაციულს და მიუღებელს“ უწოდებს
პოლონეთში უკრაინის საელჩო ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლეშეკ მილერის განცხადებებს „პროვოკაციულს და მიუღებელს“ უწოდებს

პოლონეთში უკრაინის საელჩო ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლეშეკ მილერის განცხადებებს „პროვოკაციულს და მიუღებელსუწოდებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლეშეკ მილერმა ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა მისი განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი მასობრივი თავდასხმის შემთხვევაში ვერ შეძლებდა თავისი მოსახლეობის გადარჩენას. მილერმა განაცხადა, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკი არის ტიპური რუსული მარიონეტი“.

უკრაინის საელჩოს თქმით, ოფიციალური კიევი მის განცხადებას უკრაინასა და პოლონეთს შორის კონსტრუქციული და სტრატეგიული ურთიერთობების საფუძველზე არსებული ურთიერთპატივისცემისა და ნდობის შელახვის მცდელობად აფასებს.

„უკრაინა, რომელიც 1303 დღის განმავლობაში ეწინააღმდეგება რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას, პირველი იყო, ვინც პოლონეთს პრაქტიკული დახმარება შესთავაზა რუსეთის მიერ 9-10 სექტემბრის ღამეს განხორციელებული პროვოკაციული თავდასხმის შემდეგ“, – ნათქვამია პოლონეთში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.