პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი ყველაზე დიდი სასწავლო ცენტრი გაიხსნა
პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი ყველაზე დიდი სასწავლო ცენტრი გაიხსნა

პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი ყველაზე დიდი სასწავლო ცენტრი გაიხსნა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრში ერთდროულად 1 200-მდე ჯარისკაცის განთავსებაა შესაძლებელი.

„ევროპელი პარტნიორების, კერძოდ, ნორვეგიის მხარდაჭერით შექმნილი სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების წვრთნას და გააძლიერებს საბრძოლო გამოცდილების გაცვლას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შორის. აქ ჩვენ შევძლებთ,  ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის, დრონების გამოყენებისა და დრონების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ევგენ მოისიუკმა ცენტრის გახსნის ცერემონიაზე.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს ცენტრი ნატო-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერის ნაწილია და ქმნის საფუძველს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში შემდგომი თანამშრომლობისთვის.

„აქ უკვე 250 ნორვეგიელი ინსტრუქტორი იმყოფება. მოსალოდნელია, რომ მათ მალე შეუერთდებიან სამხედრო მოსამსახურეები ესტონეთიდან და ალიანსის სხვა ქვეყნებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.