პოლონეთში შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა თავდასხმის მცდელობის გამოძიების ფარგლებში 19 წლის მამაკაცი დააკავეს
პოლონეთის ქალაქ ოლშტინში შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა თავდასხმის მცდელობის გამოძიების ფარგლებში 19 წლის მამაკაცი დააკავეს. აღმოჩენილია იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება. სახლიდან, სადაც ასაფეთქებელი აღმოაჩინეს, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
პოლონური მედიის ცნობით, აღნიშნული გამოძიება უკავშირდება ივნისში სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებიც ერთ-ერთ სკოლაში, სავარაუდოდ, ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.
ადგილობრივი მედიასაშუალებები გამოძიებაზე დაყრდნობით წერენ, რომ 19 წლის პირები სროლაში ვარჯიშობდნენ და ისინი შთაგონებულები იყვნენ ისეთი თავდამსხმელებით, როგორიც არიან ანდერს ბრეივიკი და ბენდონ ტარანტი.
გამოძიების ცნობით, სავარაუდო სამიზნეებს შორის შესაძლოა ყოფილიყო არა მხოლოდ სკოლები, არამედ საზოგადოებრივი ღონისძიებები, მათ შორის ლგბტ მსვლელობები, ასევე მომლოცველთა მსვლელობები.