პოლონეთში საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები 12 ივნისამდე იქნება ძალაში, სხვა ზომები კი, ეტაპობრივად მარტივდება

13:33, 13.05.2020

პოლონეთი საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს 12 ივნისამდე ძალაში ტოვებს. „გარდიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

პოლონეთმა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები მარტის დასაწყისში დააწესა.

ამასთან, ქვეყანაში სხვა შეზღუდვები ეტაპობრივად მარტივდება – გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საბავშვო ბაღები.

გავრცელებული ინფორმაცით, დღეს მთავრობა შეზღუდვებს გაუმარტივებს რესტორნებს, სკოლებსა და სილამაზის სალონებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 17 062 შემთხვევა არის დაფიქსირებული, დაღუპულია 847 ადამიანი.

მსგავსი