პოლონეთში, სათხილამურო კურორტზე აფეთქებისას ხუთი ადამიანი დაიღუპა
პოლონეთში, სათხილამურო კურორტზე აფეთქებისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

პოლონეთის ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე, საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ინციდენტის შედეგად ჩამოინგრა სამსართულიანი სახლი. ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი მაშველი და 50-მდე სამართალდამცველი.

ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მძიმე ტექნიკის ჩართვა შეუძლებელი აღმოჩნდა, რის გამოც მაშველებს ნანგრევების გაწმენდა ცოცხალი ძალის გამოყენებით უწევთ.