პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

13:06, 14.07.2019

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დანით დაჭრეს.

როგორც პოლონური მედია წერს, ინციდენტი ქალაქ ვონგროვეცში, 13 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციამ ქუჩაში დაჭრილი მამაკაცი შენიშნა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, დაშავებული 34 წლის საქართველოს მოქალაქეა.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს 32 წლის ქართველი, რომელიც სავარაუდოდ, ინციდენტთან არის კავშირში.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი