პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაცხადა. საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 31,36% მოიპოვა, ხოლო კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ – 29,54%. ტშასკოვსკი და ნავროცკი ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან, რომელიც პირველ ივნისს ჩატარდება.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 67,31%-მა მიიღო, რაც 2020 წლის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით უფრო მაღალია, როდესაც 64,51%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.