პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 13 ოქტომბერს გაიმართება
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 13 ოქტომბერს გაიმართება

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 13 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ „როიტერსი“ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

სოციალური გამოკითხვის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ მოიპოვებს.

ბოლო სოციალური გამოკითხვის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია 41 პროცენტის მოგროვებას შეძლებს. მთავარი ოპოზიციური პარტია კი, 25-პროცენტიან მხარდაჭერას მიიღებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 2015 წელს ძალაუფლებაში მისვლის შემდეგ მმართველი პარტია ევროკავშირთან გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებოდა. მათ შორის იყო სასამართლო რეფორმა, ასევე საიმიგრაციო და გარემოს დაცვის პოლიტიკა.

ექსპერტების განცხადებით, 13 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში ვარშავასა და ბრიუსელს შორის უთანხმოება უფრო გაიზრდება.