პოლონეთში სახლის ჩამონგრევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
პოლონეთში სახლის ჩამონგრევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაახლოებით 20 დაშავდა საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დასავლეთ პოლონეთის ქალაქ პოზნანში. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, ნგრევის მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქება გახდა.

აფეთქებამ შენობაში მდებარე 18 საცხოვრებელი ბინიდან ოთხი გაანადგურა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სახანძრო სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება. პროკურატურის ცნობით კი, გამოძიება დილიდან დაიწყება.

„დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, პირველად ვერსიად ბუნებრივი აირის აფეთქება მოიაზრება. ამ დროისთვის ჩვენი ქმედებები სამაშველო ღონისძიებებზე მიმართული“, – აცხადებს სახელმწიფო სახანძრო სამსახურის სპიკერი.