პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სპეცოპერაცია პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) მიერ ჩატარდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სამხედრო ხასიათის ინფორმაციასა და მასალებს, ასევე პოლონეთის მოქალაქეებისა და სხვა პირების შესახებ არსებულ მონაცემებს აწვდიდა რუსეთის სპეცსამსახურებს, რა დროსაც დააკავეს. ეჭვმიტანილს სასამართლომ სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამოღებული დოკუმენტები გასაიდუმლოებულია.