პოლონეთში ქარიშხლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი

11:35, 22.06.2018

პოლონეთში ქარიშხლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი. ინფორმაციას სტიქიის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გარდაცვლილი ქალაქ ვოლომინის მერის მოადგილეა, დაშავებულთა შორის კი ერთი მეხანძრეა.

როგორ RMF 24 იუწყება, ყველაზე მეტად ქარიშხალმა მაზოვიეცის რეგიონი დააზარალა.

ძლიერმა ქარმა 300-მდე შენობა დააზიანა, მათ შორის 185 საცხოვრებელი სახლი, წააქცია ხეები. ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 74 ათასი ადამიანია დარჩენილი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სამსახურების 20 ათასზე მეტი თანამშრომელია ჩართული.

მსგავსი