პოლონეთში ქარბორბალამ ასზე მეტი სახლი დააზიანა
პოლონეთში ქარბორბალამ ასზე მეტი სახლი დააზიანა

პოლონეთის ქალაქ ლიუბლინოსთან ქარბორბალამ ასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სტიქიის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.

ქარბორბალამ ხეები მოგლიჯა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200 მეხანძრე და 130 სამხედრო მონაწილოებს.