პოლონეთში პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნება
პოლონეთში პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნება

პოლონეთში პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნედზელსკიმ განაცხადა. ამასთან, სხვა შეზღუდვები ქვეყანაში 15 თებერვლამდე შენარჩუნდება.

პოლონეთში სავაჭრო ცენტრები, ასევე ზამთრის კურორტები და სასტუმროები დეკემბრის ბოლოს დაიხურა. სკოლებში გაკვეთილებს მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პოლონეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ევროპის სხვა ქვეყნებში არსებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება.

პოლონეთში კორონავირუსი თითქმის 1,5 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 36 443 ინფიცირებული.