პოლონეთში მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავეებმა ოქროს მედლები მოიპოვეს
პოლონეთში მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავეებმა ოქროს მედლები მოიპოვეს

პოლონეთის ქალაქ ტორინში სენიორებს, იუნიორებსა და ნოვისებს შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე და თავისუფალ პროგრამებში გამოსვლა გამარჯვებით დაასრულეს და საერთო ქულათა ჯამით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

ტურნირზე იუნიორების კატეგორიაში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას მოცეკვავე წყვილი ასპარეზობდა.

წყვილმა 15 ქვეყნის 21 მოციგურავე წყვილს შორის გაიმარჯვა.

ჯამში ტურნირზე 20- ზე მეტი ქვეყნის 100 -მდე მოციგურავე მონაწილეობდა.

იუნიორთა შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ, რომელიც 5-დან 10 მარტის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება, ქართველი მოციგურავეებისათვის ეს ბოლო სერიოზული სტარტი იყო.