პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბების აღმოჩენის გამო, ორი ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბების აღმოჩენის გამო, ორი ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

პოლონეთის საკურორტო ქალაქ კოლობჟეგში აღმოჩენილი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბების გამო, ორი ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ მედია ავრცელებს.

ბალტიის ზღვის პირას მდებარე ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ზღვაში აღმოჩენილია სამი საავიაციო ბომბი.  თითოეული ასაფეთქებელი მოწყობილობა 300 კილოგრამს იწონის, მათი მოქმედების რადიუსი კი, ორი კილომეტრია.

ბომბები ზღვიდან ამოიღეს და სპეციალურ სატვირთო მანქანით პოლიგონზე გადაიტანეს, რის შემდეგაც ადგილობრივმა მოსახლეობამ სახლებში დაბრუნება შეძლო.