პოლონეთში ლგბტ თემის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა
პოლონეთში ლგბტ თემის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

პოლონეთში ლგბტ თემის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ინციდენტი ქალაქ ლუბლინში მოხდა. მომხდარის მიზეზი ქალაქში დაგეგმილი მსვლელობა გახდა, რომელშიც ლგბტ თემის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მათ წინააღმდეგ ქუჩებში მოქალაქეთა ნაწილმა ალტერნატიული მიტინგი მოაწყო. ამ აქციის მონაწილეებმა ლგბტ თემის მომხრეთა მიმართულებით კვერცხები ისროლეს.

პოლიციას დაპირისპირებული მოქალაქეების წყლის ჭავლის გამოყენებით განცალკევება მოუხდა. დაკავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.