პოლონეთში ლგბტ მარშის წინააღმდეგ თავდასხმისთვის პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა
პოლონეთში ლგბტ მარშის წინააღმდეგ თავდასხმისთვის პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა

პოლონეთში ლგბტ მარშის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა.

ევრონიუს“-ის ინფორმაციით, ლგბტ აქტივისტები თანასწორობის მარშს ქალაქ ბიალისტოკში პირველად მართავდნენ, რა დროსაც მათ ადამიანთა ჯგუფი თავს დაესხა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ელზბიეტა ვიტეკის განცხადებით, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც კანონს დაარღვევს, უნდა იცოდეს, რომ ამისთვის პასუხს აგებს.

ევრონიუს“-ი წერს, რომ ლგბტ უფლებები მზარდი საკითხია პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი.

როიტერ“-ის ინფორმაციით, პოლონეთის მმართველი „კანონის და სამართლიანობის“ პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი მიიჩნევს, რომ ლგბტ უფლებები უცხო ღირებულებებს წარმოადგენენ, რომლებიც იდენტობას და ერს რეალურ საფრთხეს უქმნიან.