პოლონეთში ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი დააპატიმრეს - ის ფეხბურთელს 20 მილიონს სძალავდა
პოლონეთში ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი დააპატიმრეს - ის ფეხბურთელს 20 მილიონს სძალავდა

პოლონეთში დააპატიმრეს „ბაიერნის“ ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი ცეზარ კუხარსკი.

როგორც ვარშავას პროკურატურა იტყობინება, ლევანდოვსკი ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსით გადის. კუხარსკიმ ფეხბურთელს 20 მილიონი ევრო გამოძალა. პოლიციამ აგენტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

გერმანული ჟურნალის „შპიგელის“ მონაცემებით, ლევანდოვსკიმ სამართალდამცავ ორგანოებს მას შემდეგ მიმართა, რაც აგენტმა მას ფული მოთხოვა ფეხბურთელის შესახებ პირადი ინფორმაციის გაუთქმელობის სანაცვლოდ.

კუხარსკი ლევანდოვსკის ერთ-ერთი აგენტი იყო 2008-18 წლების პერიოდში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფორვარდის „დორტმუნდში“ გადასვლაში, საიდანაც ის, მოგვიანებით, „ბაიერნში“ აღმოჩნდა.

ადრე კუხარსკიმ ლევანდოვსკი და მისი მეუღლე იმაში დაადანაშაულა, რომ მათ მსხვილი თანხა გაიტანეს კომპანია RL Management-ის ანგარიშიდან და ფული პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს.