პოლონეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12:59, 21.08.2020

პოლონეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ით 60 281 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 1 938 გარდაიცვალა

მსგავსი