პოლონეთში „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით, შეზღუდვები 18 აპრილამდე გახანგრძლივდა
პოლონეთში „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით, შეზღუდვები 18 აპრილამდე გახანგრძლივდა

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები 18 აპრილამდე გახანგრძლივდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადამ ნეძელსკის თქმით, ქვეყნის საავადმყოფოებს მესამე ტალღასთან გამკლავება უჭირთ. ქვეყნის მასშტაბით 18 აპრილამდე დახურული იქნება სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კინოთეატრები და თეატრები.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 55 065 ადამიანი გარდაიცვალა.