პოლონეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
პოლონეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დაინფიცირების 1 002 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პოლონეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 78 330 შემთხვევა, მათ შორის 2 282 ლეტალური აღმოჩნდა.

პოლონეთში ახალი შემთხვევების მატების ფონზე, შეზღუდვები გამკაცრებულია.