პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 9 622 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 9 622 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 9 622 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე პოლონეთში დაფიქსირებულია კოვიდ-19-ის 167,230 შემთხვევა, მათ შორის 3,524 ლეტალური.

„გარდიანი“ წერს, რომ პოლონეთმა პანდემიის დასაწყისში ვირუსის გავრცელება წარმატებით შეაჩერა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება შეინიშნება.