პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 657 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 657 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პოლონეთში ვირუსის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დღე-ღამეში 657 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით შვიდი ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში დაღუპულია 1 716 ადამიანი, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში, „კოვიდ-19“-ის 45 688 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.