პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 34 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 34 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 34 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდება, რომელიც 9 აპრილამდე იქნება ძალაში. შეიზღუდება ეკლესიებში ადამიანების რაოდენობა. დაიხურება მაღაზიების ნაწილი, რომლებიც მუშაობას გააგრძელებენ იქ ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. ასევე დაიხურება სილამაზის სალონები და საბავშვო ბაღები.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 50 860 ადამიანი.