პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 25 571 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 548 პაციენტი
პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 25 571 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 548 პაციენტი

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში „კოვიდ-19“-ით 548 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 10 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 25 571 შემთხვევა დაფიქსირდა. პოლონეთში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 660 000-ს სცდება.