პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 2 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13:12, 03.10.2020

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 2 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში პოლონეთში „კოვიდ-19“-ს 34 პაციენტი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაინფიცირების 98 140 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 2 604 ლეტალური აღმოჩნდა.

მსგავსი