პოლონეთში კორონავირუსს გასულ დღე-ღამეში 13 ადამიანი ემსხვერპლა
პოლონეთში კორონავირუსს გასულ დღე-ღამეში 13 ადამიანი ემსხვერპლა

პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 13 ადამიანი დაიღუპა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 6 934 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 245 ადამიანი. სულ პოლონეთში ახალ კორონავირუსზე ტესტი 143 630 ადამიანს ჩაუტარდა.