პოლონეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისთვის ლატარეა გათამაშდება, სუპერ პრიზი ერთი მილიონი ზლოტი იქნება
პოლონეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისთვის ლატარეა გათამაშდება, სუპერ პრიზი ერთი მილიონი ზლოტი იქნება

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ყოველი მეორიათასე მოქალაქე ჯილდოს სახით 140 დოლარს მიიღებს.

როგორც პოლონეთის მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელმა განაცხადა, ვაქცინაციის პროცესში ლატარეის გათამაშება პირველი ივლისიდან დაიწყება.

„ყოველი მეორიათასე აცრილი 500 ზლოტს მიიღებს (140 დოლარი). ეს გარანტირებული ჯილდოა. ამასთან, ყოველ მონაწილეს ექნება გამარჯვების ოთხი შანსი“, – განაცხადეს პოლონეთის მთავრობაში.

მათივე თქმით, ყოველ კვირაში ერთხელ გათამაშდება 50 ათასი ზლოტი (14 ათასი დოლარი), ხოლო ყოველ თვეში ერთხელ 100 ათასი ზლოტი (28 ათასი დოლარი).

„ფინალში ორჯერ გათამაშდება ერთი მილიონი ზლოტი (280 ათასი დოლარი)“, – განაცხადეს პოლონეთის მთავრობაში.

მათივე თქმით, გათამაშების პროცესში ასევე გათვალისწინებულია ისეთ პრიზები, როგორიცაა ავტომობილი, ფულად ვაუჩერები და ელექტრონული სკუტერები.