პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი 27 143 ადამიანს დაუდასტურდა, 367 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფიცირებული პაციენტებიდან 19 114 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 439 536 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 475 პაციენტი გარდაიცვალა.